პარტია „თაობები საქართველოსთვის“ დაფუძნდა

მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებამ „თაობები საქართველოსთვის“ დამფუძნებელი ყრილობა გამართა.

ყრილობაზე მიწვეულმა მოქალაქეებმა პარტიის თავმჯდომარედ შოთა შალელაშვილი აირჩიეს.

„ჩვენ გვინდა დავასრულოთ გაბრაზებული, გაბოროტებული ადამიანების მიერ შექმნილი შურისმაძიებლური პოლიტიკა. ამით ქვეყანა არ აშენდება, პირიქით! კეთებას, შენებას, შექმნას ჯანსაღი და სუფთა განწყობა სჭირდება. სწორედ აქ არის ჩვენი ვექტორი, ჩვენი ათვლის წერტილი, ჩვენი სუფთა ფურცელი. „თაობები საქართველოსთვის“ მიზანი თაობების ერთობა, თაობათა მეგობრობა და საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნვაა. ჩვენ გვინდა ყველა თაობის ადამიანი, ყველა ოჯახი ჩვენს გვერდით.

თანამოაზრეებთან ერთად გავერთიანდებით, ეროვნულ მოტივებზე დაყრდნობით - გუნდის თითოეული წევრისთვის უპირველესი, ჩვენი სამშობლო და მისი ინტერესების დაცვაა. საზოგადოებას სჭირდება პოლიტიკური ძალა, რომელიც შეძლებს მშვიდობიანი, განსხვავებული პოლიტიკური კულტურით, სწორი პოზიციებითა და თანმიმდევრული ნაბიჯებით, ქვეყანა დააყენოს დემოკრატიული განვითარების რეალურ გზაზე და მე, თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება, ვიქნებით ჩვენ!

თანამედროვე, დემოკრატიული სახელმწიფო არ შენდება ფასადური გამოსვლებით, ერთპარტიული მმართველობით. განვითარებული სახელმწიფო ერთობით იქმნება და მას აშენებენ მოსწავლეები, პედაგოგები, ექიმები, პოლიციელები, ინჟინრები, სამხედროები და სხვა ყველა პროფესიის ის ღირსეული წარმომადგენლები, ვისთვისაც სამშობლოს წარმატება, პირად წარმატებასთანაა დაკავშირებული. ქვეყანა ერთიანი და ძლიერია მაშინ, როდესაც, თითოეულ მოქალაქეს აქვს თუნდაც მცირედი სურვილი და შესაძლებლობა, საკუთარი წვლილი შეიტანოს მის განვითარებაში. ჩვენ, მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „თაობები საქართველოსთვის“, თითოეულ წევრს გვინდა, რომ ჩვენი ყველა შესაძლებლობა გავაერთიანოთ და ქვეყნის საკეთილდღეოდ მოვმართოთ“, - განაცხადა შოთა შალელაშვილმა პარტიის დამფუძნებელ ყრილობაზე.

პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს