სერჰი ჩერევატი - უკრაინელებმა ბახმუტთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე 200 მეტრით წინ წაიწიეს

უკრაინის დამცველებმა ბახმუტთან, ზოგიერთ ტერიტორიაზე დაახლოებით 200 მეტრით წინ წაიწიეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პრესსპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა.

„ბახმუტი ოკუპანტის პრიორიტეტულ სამიზნედ რჩება, ისინი ცდილობენ მთელი ქალაქი თავიანთი კონტროლის ქვეშ მოაქციონ. კვირის განმავლობაში, ჩვენი ქვედანაყოფები იქ, სადაც შესაძლებლობაა, სადაც დანაკარგების დიდი რისკი არ არის, წინ მიიწევდნენ, კონტრშეტევას ახორციელებდნენ. ამ დღეებში, ზოგიერთ ტერიტორიაზე, დაახლოებით 200 მეტრით წინ წაიწიეს“, - განაცხადა სერჰი ჩერევატიმ.

შეგახსენებთ, 21 მაისს, კერძო სამხედრო კომპანია “ვაგნერის” ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა განაცხადა, რომ “ვაგნერის” დაქირავებულმა მებრძოლებმა ბახმუტი აიღეს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში