საბერძნეთის საპარალამენტო არჩევნებში მმართველი პარტია ლიდერობს

საბერძნეთში ჩატარებული საპარალამენტო არჩევნების წინასწარი შედეგების თანახმად, არჩევნებში კონსერვატორი პრემიერ-მინისტრის, კირიაკოს მიცოტაკისის პარტია „ახალი დემოკრატია“ ლიდერობს.

კერძოდ, Reuters-ის ინფორმაციით, დათვლილია თითქმის ყველა ბიულეტენი და წინასწარი შედეგების თანახმად, პარტიამ, „ახალი დემოკრატია“, ხმების 40.8% მოიპოვა, მისმა მთავარმა კონკურენტმა - მემარცხენე პარტია „სირიზამ“ კი - 20.1%.

ამასთან, პრემიერი პარტიამ პარლამენტში უმრავლესობის მოპოვებისთვის საჭირო რაოდენობის ხმები ვერ მიიღო.

ორშაბათიდან, საბერძნეთის პრეზიდენტი კატერინა საკელაროპულუ, არჩევნების შედეგების მიხედვით პირველ სამ ადგილზე გასულ პარტიებს - „ახალ დემოკრატიას“, „სირიზასა“ და სოციალისტურ „პასოკს“ - სამ დღეს მისცემს კოალიციური მთავრობის შესაქმნელად. თუ კოალიციის შექმნას ვერცერთი მათგანი ვერ მოახერხებს, პრეზიდენტი დანიშნავს დროებით მთავრობას, რომელიც, დაახლოებით ერთი თვის შემდეგ, ახალ არჩევნებს მოამზადებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს