უკრაინის თავდაცვის ძალებსა და საოკუპაციო ძალებს შორის, გასული დღის განმავლობაში, 5 მიმართულებით 37 შეტაკება მოხდა, - ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.
უწყების ცნობით, რუსული ძალები ძირითადი ძალისხმევა კონცენტრირებულია კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდიივკასა და მარინკას მიმართულებებზე.
„გასული დღის განმავლობაში ფრონტის მითითებულ სექტორებში 37 საბრძოლო შეტაკება მოხდა. ბახმუტი და მარინკა საომარი მოქმედებების ეპიცენტრში არიან. ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა სცადეს დაკარგული პოზიციების აღდგენა ივანოვსკოეს დასახლების სამხრეთით“, - აცხადებენ გენშტაბში.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 6 სარაკეტო და 52 საჰაერო დარტყმა განახორციელა და მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებიდან ცეცხლი 65 ჯერ გახსნა.
„თავდასხმების შედეგად დანგრეული და დაზიანებული კერძო საცხოვრებელი სახლები და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურა. უკრაინის ქალაქებზე ლიმანზე, სლავიანსკსა და კონსტანტინოვკაზე თავდასხმისთვის მტერმა კვლავ გამოიყენა S-300 ტიპის საზენიტო-სარაკეტო სისტემები, რომლებიც არ არის მაღალი სიზუსტის იარაღი. ეს კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს რუსეთის ფედერაციის ტერორის ტაქტიკას“, - აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.