ბრაზილიის პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომის საკითხზე გაერო-ს სამიტის ჩატარების ინიციატივით გამოდის

ბრაზილიის პრეზიდენტი, ლუის ინასიო ლულა და სილვა აცხადებს, რომ საჭიროა, უკრაინაში არსებული ვითარების შესახებ გაერო-ს სამიტი ჩატარდეს.

„გაერო-ში უკრაინის ომის განხილვა აუცილებელია. ჩემი პრეზიდენტობის ხუთი თვის განმავლობაში არავის მივუწვევივარ გაერო-ს შეხვედრაზე ამ ომის განსახილველად. შეგვიძლია, გენერალური ასამბლეის შეხვედრა, რომელიც ჩვეულებრივ სექტემბერში იმართება, ომის საკითხის განსახილველად ივნისში ან ივლისში გადმოვიტანოთ“, - აღნიშნა ბრაზილიის პრეზიდენტმა.

მისი თქმით, ასეთ ღონისძიებაზე სასაუბროდ უნდა მოიწვიონ როგორც რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ასევე უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რასაც შესაბამისი დისკუსია მოჰყვება. ლუის ინასიო ლულა და სილვა მიიჩნევს, რომ უკრაინაში არსებული ვითარების განხილვა არც „დიდი შვიდეულის“ და არც „დიდი ოცეულის“ ფორმატში არაა მიზანშეწონილი და ამის ნაცვლად, ეს საკითხი გაერო-ს უშიშროების საბჭოში უნდა განიხილებოდეს.

ვაჟა ბერიძე - ახლა საქართველოს გამჭრიახი პოლიტიკური ლიდერი სჭირდება, რომელიც დასავლეთისა და რუსეთის წინააღმდეგობებს საჩვენოდ გამოიყენებს - შეძლებს ასეთი ლიდერის როლის შესრულებას ივანიშვილი? - ვნახოთ
ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.09.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ „საბვეისთან“ ფრენჩაიზის ექსკლუზიური შეთანხმების პირველივე წლის ბოლოს მე-17 რესტორანი გახსნა
ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ძლევიჯვარში ქართულ ჭიდაობაში შოთა ხაბარელის და ნიკოლოზ შერაზადიშვილის სახელობის ტურნირი გაიმართა
გიორგი გახელაძემ მოტოთი ზღვაზე 33 -კმ გაიარა და მსოფლიო რეკორდი დაამყარა
Mastercard-მა, მაღალმთიან აჭარაში, მეწარმე ქალებს უმასპინძლა და მათ ელკომერციის შესაძლებლობები გააცნო
კახა ოქრიაშვილი - ბატონი ივანიშვილი 2012 წლიდან მთელ ერს გვატყუებს და რა გასაკვირია, პეტრიაშვილი და ტალახაძეც მოტყუებით ჩაება სიაში?!
.ge დომენი - 3 წელი 60 ლარად
საქართველოს უნივერსიტეტს ლაბორატორიული მედიცინის სარეზიდენტო პროგრამისთვის აკრედიტაცია მიენიჭა