კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა - მოქალაქეებს მოლდოვის პრეზიდენტთან ერთად სიტყვით მიმართა ევროპარლამენტის პრეზიდენტმაც

მოლდოვის დედაქალაქ კიშინიოვში ქვეყნის პროდასავლური მთავრობის მხარდასაჭერად ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.

ადგილობრივი სამართალდამცავების ინფორმაციით, აქციაზე 75 000-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. აქციაზე განცხადება გააკეთა მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ.

„მოლდოვას არ სურს კრემლის მხრიდან დაშანტაჟებული იყოს. მოვედით იმისთვის, რომ ხმამაღლა, თავდაჯერებულად და ამაყად გვეთქვა : მოლდოველები ევროპელები არიან! ეს არის ჩვენი ხალხის შანსი იცხოვროს მშვიდობიანად და კეთილდღეობაში“, - განაცხადა მაია სანდუმ.

დემონსტრანტებს ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამაც მიმართა და ხაზი გაუსვა, რომ ქვეყანა ევროკავშირში გაერთიანებისთვის უკვე მზადაა.

„ევროკავშირმა უნდა მიიღოს მოლდოვა გაშლილი ხელებითა და გულით. ის უკვე მზადაა ევროინტეგრაციისთვის. ეს ჩვენ ორივეს გვეხება: თქვენ ევროპას გააძლიერებთ“, - აღნიშნა ევროპარლამენტის პრეზიდენტმა.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება