უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით, უკრაინული ძალები ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთი ნაწილში ზოგიერთ შენობას კვლავ აკონტროლებენ.
„გუშინ, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა შეინარჩუნეს კონტროლი გარკვეულ სამრეწველო ობიექტებსა და კერძო სახლებზე სამხრეთ-დასავლეთ ტერიტორიაზე. დღეს ჩვენ კვლავ ვაკონტროლებთ ქალაქის ამ პატარა ნაწილს. ბრძოლა გრძელდება“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მედიასთან საუბარში.
ამასთან, ანა მალიარმა „ტელეგრამის“ არხზე დაწერა, რომ მხარეები კვლავ იბრძვიან „ფლანგებზე დომინანტური სიმაღლეებისთვის“ ქალაქის გარეუბნების ჩრდილოეთით და სამხრეთით. მისი თქმით, ფლანგებზე წინსვლამ უკრაინას საშუალება მისცა, რუსული ჯარები დაებომბა.
„ჩრდილოეთსა და სამხრეთის ფლანგებზე ჩვენი გადაადგილების გამო, ვახერხებთ მტრის დაბომბვას და შესაძლოა განვახორციელოთ მტრის განადგურება. ზოგიერთ კონკრეტულ ადგილებში, რომელსაც მტერი აკონტროლებს ბახმუტში, იძულებულები არიან, თავდაცვაზე გადავიდნენ“, - აღნიშნა ანა მალიარმა.