გაბრიელიუს ლანდსბერგისი - უკრაინას სჭირდება არა მხოლოდ F-16-ები, არამედ უფრო მეტი ის იარაღიც, რომელიც უკვე მიეწოდება

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, უკრაინისთვის F-16 საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდების მიზნით საერთაშორისო კოალიციის შექმნა მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელი მოკავშირე ქვეყნებს მოუწოდებს, რომ კიევს კიდევ მეტი დასავლური იარაღი სჭირდება და არ დაუშვან, რომ თვითმფრინავებზე ფოკუსირებით ყურადღება არ მიაქციონ უკრაინისთვის იმ იარაღის გაგზავნას, რომელიც მას უკვე მიეწოდება რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის მიზნით, როგორიცაა ჰაუბიცები, Stinger -ის რაკეტები და HIMARS-ები.
”ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი უნდა იყოს უწყვეტი, არა მხოლოდ ახალი იარაღის დამატება, არამედ იმით დახმარებაც, რაც ადრე ითქვა”, - აღნიშნა ლანდსბერგისმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრამდე.
ამასთან, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ იმედი აქვს, F-16-ები მალე მიეწოდება. მისი თქმით, კარგია, რომ „დიდმა შვიდეულმა“ საბოლოოდ გადაწყვიტა, მოემზადებინა ნიადაგი, უკრაინისთვის საჭირო საბრძოლო თვითმფრინავების მიწოდებისთვის.
„ვფიქრობ, რომ პილოტების მომზადება უკვე დაწყებულია. ეს არის პირველი, რაც უნდა გაკეთდეს და იმედი მაქვს, რომ მალე ჩვენ შევძლებთ უკრაინას ამ ტიპის იარაღით მივაწოდოთ“, - დასძინა მან.

























