რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორის, ვიაჩესლავ გლადკოვის განცხადებით, უკრაინის არმიის "დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი" რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა.
ვიაჩესლავ გლადკოვის ინფორმაციით, უკრაინელები შევიდნენ გრაივორონსკის რაიონის ტერიტორიაზე, რომელიც უკრაინას ესაზღვრება.
„რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად იღებენ აუცილებელ ზომებს მტრის ლიკვიდაციისთვის“, - განაცხადა გლადკოვმა.
მანამდე, გლადკოვმა „ტელეგრამზე“ დაწერა, რომ რაიონი უკრაინულმა ძალებმა დაბომბეს, მაგრამ არავინ დაღუპულა ან დაშავებულა.
გლადკოვის თქმით ჭურვები ანტონოვკას, კოზინკასა და გორა-პოდოლის დასახლებებში მოხვდა.