უკრაინის დაზვერვა - ბელგოროდის ოლქში რუსები ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად სპეცოპერაციას ახორციელებენ

ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები სპეცოპერაციას ახორციელებენ, რომლის მიზანია შეიქმნას „უსაფრთხო ზონა“ მშვიდობიანი უკრაინელების დასაცავად, - უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპერაციას რუსეთის მოქალაქეები ახორციელებენ.

„დიახ, დღეს „რუსეთის მოხალისეთა კორპუსმა“ და „რუსეთის თავისუფლების ლეგიონმა“, რომელიც შედგება რუსეთის ფედერაციის მოქალაქეებისგან, წამოიწყეს ოპერაცია ბელგოროდის ოლქის ამ ტერიტორიების ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გასათავისუფლებლად და მტრის უკან დახევის მიზნით, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად“, - განაცხადა იუსოვმა.

შეგახსენებთ, მანამდე, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის "დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფი" რუსეთის ტერიტორიაზე გადავიდა და „რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალები სასაზღვრო სამსახურთან, ეროვნულ გვარდიასთან და რუსეთის უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ახორციელებენ აუცილებელ ზომებს მტრის ლიკვიდაციისთვის“.

ბადრი ბელქანია -  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების შესაძლო დაბრუნება ჩვენ მიერ ევრო-ატლანტიკური კურსის დათმობის ხარჯზე ის ხაფანგია, რომელშიც ჩვენს გაბმას მოსკოვი დიდი ხანია ცდილობს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2023
გია ხუხაშვილი  - ხელისუფლება ქვეყნის საგარეო კურსთან მიმართებაში საბოტაჟის რეჟიმშია, ეს შეგნებულად კეთდება, სიბრიყვით თუ მენტალური პრობლემების გამო, ამას მნიშვნელობა აღარ აქვს, რადგან შედეგი კატასტროფულია
Gulf Store-ის მე-100 მაღაზია გაიხსნა
Tether საქართველოს ბაზარზე სტარტაპში CityPay.io ინვესტირებით შემოდის
„სანტე“ მომხმარებელს ახალ პროდუქტს სთავაზობს
კახა ოქრიაშვილი - პუტინმა საქართველოსა და უკრაინაში ომი არა ნატო-ს, არამედ რუსეთის იმპერიის აღდგენის გამო დაიწყო, რადგან დღესაც თვლის და ამბობს, რომ ამ ქვეყნებმა რუსეთის შემადგენლობაში გუბერნიების სტატუსით უნდა იარსებონ
Golden Tulip Design Tbilisi ბელგიელი NFT არტისტის ციფრულ გამოფენას მასპინძლობს