ანონსი 23 მაისი

23 მაისს, 10:00 საათზე, დეპუტატები ანა ნაცვლიშვილი, ხატია დეკანოიძე და თეონა აქუბარდია პარლამენტში ბრიფინგს გამართავენ.

თემა: რუსეთთან ფარული მოლაპარაკებები.

23 მაისს, 10:00 საათზე, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, არჩილ თალაკვაძის შეხვედრა გაიმართება უნგრეთის სოფლის მეურნეობის მინისტრთან იშტვან ნაგისთან.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

23 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო „პულმან თბილისი აქსის თაუერსში" ევროპის საბჭო, პროექტის „საარჩევნო პრაქტიკისა და პროცესების გამჭვირვალობის, ინკლუზიურობისა და სანდოობის მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გაიმართება.

თემა: „არჩევნები ციფრულ ეპოქაში - არჩევნებზე დაკვირვების ახალი მიდგომები".

შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ, ნატალია ვუტოვა, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელი, ფრანკ დეშლერი, ევროპის საბჭოს არჩევნებისა და თანამონაწილეობითი დემოკრატიის განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილე და ნინო დოლიძე, სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების აღმასრულებელი დირექტორი. ასევე, საერთაშორისო და სამოქალაქო საზოგადოების, საარჩევნო ადმინისტრაციის, მედიისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

მის: ილია ჭავჭავაძის გამზ. 37მ, „ბოლრუმ 2“

საკონტაქტო: 595 221 999

23 მაისს, 10.00 საათზე, სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის, ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი“ კვლევას „საქართველოს რეგიონების დეზინფორმაციისადმი მედეგობის ინდექსი“ წარადგენს.

კვლევის გაცნობის შემდეგ გაიმართება პანელური დისკუსია, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ეკატერინე ბასილაია, კვლევის ხელმძღვანელი და თანაავტორი, მამუკა ანდღულაძე, კვლევის თანაავტორი, ნათია კუპრაშვილი - „რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსის“ დირექტორი, გიორგი მუჩაიძე, „ატლანტიკური საბჭოს” აღმასრულებელი დირექტორი; დოქტორი მაია მიქაშავიძე - „ინტერნიუსის“ რეგიონული პროექტის დირექტორი, სანდრო გიგაური - „მედიის განვითარების ფონდის“ მითების ლაბორატორიის მკვლევარი.

საკონტაქტო: ხატია ყურაშვილი - 577 19 05 50

23 მაისს, 10:30 საათზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის და ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ორგანიზებით ღონისძიება „მარილის, შაქრის და ცხიმების მოხმარების შემცირების სტრატეგიები საქართველოში“ გაიმართება.

მის: კახეთის გზატკეცილი #99

საკონტაქტო: ნინო მამუკაშვილი - 595 95 61 03

23 მაისს, 10:30 საათზე, „სოციალური სამართლიანობის ცენტრი“ პანელურ დისკუსიას თემაზე: „უფლება სათანადო საცხოვრისზე: სახელმწიფოს პოლიტიკა და პრაქტიკა“ გამართავს.

თემა: სათანადო საცხოვრისის სახელმწიფო პოლიტიკისა და პრაქტიკის სისტემური გამოწვევებისა და ჩავარდნების იდენტიფიცირება.

მის: შოთა რუსთაველის გამზ.13 („თბილისი მარიოტი“)

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

23 მაისს, 11:00 სათზე, „ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ადვოკატებთან - მიხეილ რამიშვილი, მია ზოიძე და გიორგი ფანცულაია ერთად პრესკონფერენციას გამართავს.

მის: გახოკიძის ქ.11ა

23 მაისს, 11:00 საათზე, საქართველო-ჩეხეთის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ჩიქოვანის შეხვედრა გაიმართება ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებთან.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

23 მაისს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის, „იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, თსსუ-ის პროფესორის, ივანე ჩხაიძის პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში - როგორია მიმართვიანობა კლინიკებში; რატომ შეიძლება, გართულდეს დაავადება, რეკომენდაციები მშობლებს“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 მაისს, 11:30 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ თავმჯდომარე, ანა დოლიძე პარტიის წევრებთან ერთად, საქართველოს პარლამენტში დაარეგისტრირებს საკანონმდებლო წინადადებას.

თემა: უკრაინაში რუსეთის აგრესიული საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების ჭარბი ემიგრაციის შედეგად საქართველოს მოქალაქეების დარღვეული შრომითი უფლებების დამცავი მექანიზმების შემუშავება

მის: შოთა რუსთაველის გამზ.8 (საქართველოს პარლამენტი)

საკონტაქტო: 598 002 110

23 აპრილს, 12:00 საათზე, პარტია „დროას“ დამფუძნებელი, ელენე ხოშტარია ბრიფინგს გამართავს.

თემა: აქცია ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის.

მის: მცხეთის ქ.49

საკონტაქტო: 599367070

23 მაისს, 12:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში ინფექციონისტ ალექსანდრე გოგინავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ჩუტყვავილით და ქუნთრუშით ინფიცირების შემთხვევები ბავშვებში - როგორია მიმართვიანობა კლინიკებში; რატომ შეიძლება, გართულდეს დაავადება, რეკომენდაციები მშობლებს“.

მის: კოსტავას ქ.47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

23 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

23 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

23 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტთან არსებული სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშების განმხილველი მუდმივმოქმედი აუდიტის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

პარლამენტის კინოდარბაზი (A კორპუსი, -1 სართული)

23 მაისს, 12:30 საათზე, „პულმან თბილისში“ ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის“ (RDYE) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.

მის: ჭავჭავაძის გამზ. 37 მ

საკონტაქტო: 577 261 064

23 მაისს, 13:30 საათზე, „თაობები საქართველოსთვის“ პარტიის თავმჯდომარე შოთა შალელაშვილი, პარტიის წევრებთან ერთად, პარტიის რეგისტრაციის განაცხადს იუსტიციის სახლში შეიტანს.

საკონტაქტო: თამარ სანოძე - 558 36 36 44

23 მაისს, 14:00 საათზე, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მაკა ბოჭორიშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის სენატის და დეპუტატთა პალატის ევროკავშირისა და ევროპულ საკითხთა კომიტეტების დელეგაციის წევრებს შეხვდება.

საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304)

23 მაისს, 14:00 საათზე, „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას და აფხაზთა კრების თავმჯდომარის, მალხაზ პატარარიას ბრიფინგი გაიმართება

თემა: საქართველოს მთავრობის განცხადება აფხაზთა დღესთან დაკავშირებით

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

თორნიკე კობახიძე - 591 99 45 96

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
როგორ ვებრძოლოთ რკინადეფიციტურ ანემიას - რჩევები ,,გორმედის” ჰემატოლოგისგან
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
„საქკაბელი“ საზღვაო გადაზიდვით საექსპორტო ქსელს აფართოებს
შეიძინე სასურველი პროდუქცია კარფურიდან Wolt-ისა და Glovo-ს აპლიკაციების მეშვეობით და მიიღე დამატებითი სარგებელი