მედია - ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ აღიარა

ნატოს საპარლამენტო ასამბლეამ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის დანაშაულები გენოციდად, ხოლო რუსეთში ტერორისტული რეჟიმი კი “რაშიზმად“ ერთხმად აღიარა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ცნობით, დოკუმენტი გმობს „რაშიზმის“ იდეოლოგიას, მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, საერთაშორისო ტრიბუნალს, სანქციებს, რეპარაციებს, ისევე როგორც, უკრაინისთვის „მარშალის გეგმას“.

„ლუქსემბურგში, ასამბლეის სესიაზე, ჩვენ ძალიან ძლიერი დეკლარაციის მიღებას მივაღწიეთ, რომელსაც შორს მიმავალი პოლიტიკური შედეგები ექნება“, - განაცხადა ეგორ ჩერნიევმა, ნატოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის მუდმივი დელეგაციის ხელმძღვანელმა.

როგორც ჩერნიევმა აღნიშნა, უკრაინის ყველა მთავარი მოთხოვნა დეკლარაციის საბოლოო ტექსტთან დაკავშირებით გათვალისწინებულია.

მან აღნიშნული უკრაინის დიპლომატიურ გამარჯვებად შეაფასა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - თუ პრემიერი ფიქრობს, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების შენელება ცუდია საქართველოსთვის, იგი ცდება
ქართული პრესის მიმოხილვა 29.05.2023
სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
„იდეა დეველოპმენტი“ კიდევ ერთი პროექტის სამშენებლო სამუშაოების დასრულებას აანონსებს