უკრაინული მედია - რუსები ბელგოროდს მასობრივად ტოვებენ - ქალაქის გასასვლელთან კილომეტრიანი საცობია

რუსები მასობრივად ტოვებენ ბელგოროდს. ქალაქის გარეუბანში კილომეტრიანი საცობები ჩამოყალიბდა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ინტერნეტში ვრცელდება შესაბამისი კადრებიც.

ადგილობრივი მოსახლეობის ცნობით, ბელგოროდის მცხოვრებლები მასობრივად გარბიან ქალაქიდან, რეგიონზე თავდასხმისა და ხელისუფლების განცხადებების ფონზე, რომლებიც სასაზღვრო დასახლებებში დივერსიული ჯგუფების შესახებ იუწყებიან.

„უნიანის“ ინფორმაციით, ბელგოროდიდან გასასვლელში რუსეთის ტერიტორიის სიღრმეში მიმავალი მანქანების რიგია, ხელისუფლება კი პანიკის დამალვას ცდილობს.

ცნობისთვის, რუსეთის ბელგოროდის ოლქის გუბერნატორმა, ვიაჩესლავ გლადკოვმა განაცხადა, რომ უკრაინის არმიის "დივერსიულმა და სადაზვერვო ჯგუფმა" რუსეთის ტერიტორიაზე შეაღწია. ამასთან, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ სპეცოპერაციას, რომლის მიზანია ტერიტორიის ე.წ. პუტინის რეჟიმისგან გათავისუფლება, რათა შექმნან უსაფრთხოების გარკვეული ზონა უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად. კრემლის ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი ბელგოროდის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტების შეღწევის მცდელობის შესახებ ინფორმირებულია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პრეზიდენტობისას საქართველოს საკითხში აშშ-სა და ევროკავშირს შორის პოზიციებში განხეთქილება მოხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
„სილქნეტი“ „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ ოქტომბრის ანგარიშს აქვეყნებს
კახა ოქრიაშვილი - პირადად მე, არცერთ საპროტესტო აქციას არ გამოვტოვებ!
სამომხმარებლო ბაზარზე  მძლავრი ჰოლდინგური ტიპის გაერთიანება ჩამოყალიბდა