თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში სინან ოგანი, რომელმაც პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, მხარს რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს

თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ნაციონალისტი სინან ოგანი, რომელმაც პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა, მხარს მოქმედ პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს დაუჭერს.

„ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნისა და ერისთვის სწორი გადაწყვეტილება იქნება“, - განაცხადა ოგანმა.

შეგახსენებთ, თურქეთში, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური 28 მაისს გაიმართება. 14 მაისს გამართულ პირველ ტურში ერდოღანმა ხმების 49,52 პროცენტი მიიღო, მისმა მთავარმა კონკურენტმა ქემალ ქილიჩდაროღლუმ კი ხმების 44,88 პროცენტი. სინან ოგანმა პირველ ტურში მესამე ადგილი დაიკავა და ხმების 5,17 პროცენტი მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო