უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

უკრაინის გენშტაბი - უკრაინელებმა რუსების მიერ გაშვებული ყველა დრონი ჩამოაგდეს

რუსულმა ძალებმა, წუხელ, უკრაინის ტერიტორიაზე დარტყმისთვის 4 ირანული Shahed-ის დრონი გამოიყენეს, თუმცა უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა მათგანი ჩამოაგდეს, - ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ანგარიშშია აღნიშნული.

"წინასწარი ინფორმაციით. ღამით მტერმა დარტყმისთვის Shahed-ის 4 დრონი გამოიყენა, ყველა ჩამოაგდეს. ინფორმაცია ზუსტდება“, - აცხადებენ გენშტაბში.

შეგახსენებთ, 22 მაისის ღამეს რუსულმა ძალებმა ქალაქ დნიპროს სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებს დაარტყეს და სხვადასხვა ტიპის 16 რაკეტა და Shahed-ის 20 დრონი გამოიყენეს - უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ყველა დრონი და 4 ფრთოსანი რაკეტა ჩამოაგდეს.