პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში ოფიციალურად გაიხსნა

2023 წლის 19 მაისს ქალაქ ლონდონში გაიმართა კომპანია mobineX-ის გახსნის ღონისძიება. mobineX–ი არის პირველი ქართული მობილური ოპერატორი დიდ ბრიტანეთში, რომელმაც ოპერირება 2023 წლის დასაწყისში დაიწყო. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი დიდ ბრიტანეთსა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში, დიპლომატიური კორპუსის, მედიის, კულტურისა და ბიზნესის წარმომადგენლები.

„მივესალმები პირველი ქართული მობილური ოპერატორის გახსნას დიდ ბრიტანეთში. ქართული დიასპორის წარმომადგენლების წარმატებული საქმიანობა დიდ ბრიტანეთში მნიშვნელოვანი ნაბიჯია და წარმატება მინდა ვუსურვო mobineX-ის დამფუძნებლებს მათ საქმიანობაში, რაც კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ქართული კომპანიების დიდ ბრიტანეთში დამკვიდრებასა და ბიზნეს კავშირების გაღრმავებას“ - გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩი, სოფიო ქაცარავა.

mobineX–ი მომხმარებლებს მობილური სატელეფონო მომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს – იქნება ეს ლოკალური თუ საერთაშორისო ზარები, SMS–ები და მობილური ინტერნეტი. კომპანია იყენებს დიდ ბრიტანეთში არსებული უმსხვილესი მობილური ქსელი EE-ს ინფრასტრუქტურას, რომელსაც აქვს სრულყოფილი დაფარვა, იდეალური ტექნიკური აღჭურვილობა და ყველაზე სწრაფი ინტერნეტი.

mobineX–ი არის ქართული წარმომავლობის საერთაშორისო ჰოლდინგის წევრი კომპანია. ჰოლდინგი წლების განმავლობაში ოპერირებს მსოფლიოს მასშტაბით ისეთ ინდუსტრიებში, როგორებიცაა საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი – INTELIEXPRESS, საერთაშორისო ამანათები - Inex Group თუ ტელეკომუნიკაცია - InexPHONE და ღვინის კომპანია – გიუაანი.

“ვფიქრობ mobineX–ის გაშვება საკმაოდ მნიშვნელოვანი ნაბიჯია, როგორც უშუალოდ ჩვენი კომპანიისთვის, ისე საქართველოს ბიზნეს გარემოს განვითარებისთვის. მჯერა mobineX–ის წარმატების და ვიმედოვნებ, რომ ამ მიმართულებით ჩვენი საქმიანობა გასცდება დიდი ბრიტანეთის საზღვრებს და სხვა ქვეყნებშიც, მათ შორის საქართველოშიც შევძლებთ მობილურ ოპერატორად ფუნქციონირებას“ – mobineX–ის თანადამფუძნებელი რატი ახლედიანი.

mobineX–ის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ვებ–გვერდს – www.mobinex.uk

კომპანიის ოფიციალური გვერდი Facebook-ზე – https://www.facebook.com/profile.php?id=100093008430191

(R)

ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე