მედია - ბელგოროდში რუსეთის 2 ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაშავდა

რუსეთის ფედერაციის ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონში გუშინ დაბომბვის შედეგად, ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი - დაშავდა, - ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხი „Осторожно, новости“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დაბომბვა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან, უკრაინის ტერიტორიიდან განხორციელდა.

„ჩვენი ინფორმაციით, გუშინ, დივერსანტების ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე შემოსვლისას, გრაივორონსკის რაიონი უკრაინის ტერიტორიიდან მრავალჯერადი სარაკეტო სისტემიდან დაბომბეს. თავდასხმა განხორციელდა დახურულ სამხედრო ქალაქზე, ე.წ. ბელგოროდ-22-ზეც. ობიექტის დაბომბვის შედეგად ორი რუსი ჯარისკაცი დაიღუპა და კიდევ ოთხი დაშავდა", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, გუშინ რუსულმა მხარემ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბელგოროდის ოლქის ტერიტორიაზე უკრაინელი დივერსანტები შეიჭრნენ, სამხედროები და ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები კი ყველა ზომას იღებდნენ მათი ლიკვიდაციისთვის. ვიაჩესლავ გლადკოვის თქმით, ოლქში ანტიტერორისტული ოპერაციის რეჟიმი დაწესდა. უკრაინული მხარე მათი სამხედროების რუსეთის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ ინფორმაციას არ ადასტურებს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს წარმომადგენელმა, ანდრეი იუსოვმა განაცხადა, რომ ბელგოროდის ტერიტორიაზე სპეცოპერაციას „რუსეთის თავისუფლების ლეგიონისა“ და „რუსეთის მოხალისეთა კორპუსის“ წარმომადგენლები ახორციელებენ, რომლის მიზანი უკრაინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უსაფრთხოების გარკვეული ზონის შექმნაა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს