შალვა პაპუაშვილი - არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ სტრუქტურა არ ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებით რომელიმე სანქციას ვარღვევთ - თუ ამ შეფასებების უკან რამე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამაზე უნდა ისაუბრონ

სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებაზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია, რომ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ რამე სტრუქტურა არ ამბობს, რომ რუსეთთან პირდაპირი ფრენებით რომელიმე სანქციას ვარღვევთ. თუ ამ შეფასებების უკან რაიმე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამ მოტივაციაზე უნდა ისაუბრონ, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

როგორც მან ჟურნალისტებთან აღნიშნა, მაშინ, როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა.

მისივე თქმით, საერთაშორისო სანქციების დაცვის კუთხით, საქართველო სრულად კეთილსინდისიერია.

„მნიშვნელოვანია, ფაქტებს დავაკვირდეთ. რუსეთთან პირდაპირი ფრენების შემთხვევაში, საქართველოს მხრიდან არანაირ აღდგენაზე საუბარი არ არის. საქართველოს თავად არასოდეს შეუწყვეტია რუსეთთან პირდაპირი ფრენები. მიუხედავად იმისა, რომ 2008 წელს მათთან ომი გვქონდა, არც მაშინდელი ხელისუფლება და არც შემდგომი ხელისუფლება რუსეთთან პირდაპირ ფრენებს არანაირ ბარიერს არ უქმნიდა. 2019 წელს რუსეთმა ფრენები თავად დაკეტა და აქ საქართველოს საერთოდ არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ იმ პოლიტიკის ფარგლებში დარჩა, რასაც მანამდე ატარებდა.

სახელმწიფო დეპარტამენტის შეშფოთებაზე საპასუხოდ, მნიშვნელოვანია ერთი რამ, რომ არცერთი უცხოელი პოლიტიკოსი თუ რაიმე კონკრეტული სტრუქტურა არ ამბობს, რომ ამ ფრენებით ან რომელიმე სანქციას ვარღვევთ ან გვერდს ვუვლით ამ სანქციებს. შევთანხმდეთ იმაზე, რომ პირდაპირი ფრენები არცერთ საერთაშორისო სანქციას არ არღვევს. თუ ამ შეფასებების უკან რაიმე მოტივაცია არსებობს, მაშინ ამ მოტივაციაზე უნდა ისაუბრონ.

ჩვენ არა თუ ახლა, არამედ წელიწადზე მეტია განვაცხადეთ, თუ რა არის ჩვენი პოლიტიკა რუსეთთან მიმართებით. ჩვენ, ერთი მხრივ, გვერდს არ ვუვლით საერთაშორისო სანქციებს. ამ კუთხით საქართველო სრულიად კეთილსინდისიერია. მეორე, ჩვენ ორმხრივ სანქციებს არ ვაწესებთ. ამ პოლიტიკას ქართველი ხალხიც ეთანხმება და შარშან ქართული ოპოზიციაც დაეთანხმა. ცის ჩაკეტვა, ვიზაზე წესების გამკაცრება და ნებისმიერი ასეთი გადაწყვეტილება ნიშნავს სანქციას, ხოლო სანქცია ნიშნავს ესკალაციას. ეს წარმოქმნის ისეთ ვითარებას, როდესაც რთულია პროგნოზირება იმისა, რა იქნება შემდეგი. მაშინ როდესაც არცერთი ქვეყანა და არცერთი ორგანიზაცია საქართველოს სამხედრო და ეკონომიკური უსაფრთხოების გარანტიას არ აძლევს, იმის მოთხოვნა, რომ ქვეყანამ ორმხრივი სანქციები დააწესოს, უსამართლობაა“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ავთანდილ  წულაძე -  ევროპამ ტრამპსა და პუტინს გეგმები ჩაუშალა, რუსეთში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გამო, 2026 წლის პირველი კვარტლის ბოლოს, შესაძლოა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებამდე მივიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.12.2025
თანამშრომელთა განვითარება: ხარჯი თუ ყველაზე ჭკვიანური ინვესტიცია?
რა დახვდებათ ე.წ წითელ ბაღში გახსნილ საახალწლო სოფელში თბილისის მცხოვრებლებს 31 დეკემბრის ჩათვლით „თეთრი კვადრატისგან“
წიგნის „ტრისტან სიხარულიძე – გურული სიმღერის დიდოსტატი“ პრეზენტაცია გაიმართა
მძლავრი რეგიონული ინტეგრაცია BDO CCA: ერთი ფირმა ხუთ ქვეყანაში
კბილების პროფესიონალური გათეთრება 495 ლარად - განსაკუთრებული შეთავაზება თამარ ორდენიძის სტომატოლოგიურ კლინიკაში
მოემზადეთ ახალი წლისთვის - PSP-ში საახალწლო შეთავაზებები დაიწყო
Ferrari თბილისში ახალ Pre-Owned შოურუმსა და სერვისცენტრს ხსნის