ანა მალიარი - ბახმუტში ბრძოლები შემცირდა

უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ანა მალიარის განცხადებით ბახმუტში ბრძოლების ინტენსივობა შემცირდა და უკრაინული ძალები ქალაქში მცირე დასაყრდენს ინარჩუნებენ.

„ჩვენი ჯარები აკონტროლებენ ქალაქის სამხრეთ-დასავლეთ გარეუბანს „თვითმფრინავის“ ტერიტორიაზე“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ, რომელმაც „თვითმფრინავის“ ტერიტორიაში, ბახმუტის სამხრეთ-დასავლეთით „დრუჟბას მოედანზე“ მდებარე MiG-17-ის ძეგლის ნაშთები იგულისხმა.

ანა მალიარის მტკიცებით, უკრაინელებმა ქალაქის ჩრდილოეთ და სამხრეთ ფლანგებზე მცირე წინსვლა განახორციელეს.

„გარეუბნებში ბრძოლა გრძელდება. მტერი ცდილობს ხელსაყრელი პოზიციების დაკავებას, მაგრამ ვერ ახერხებს. გარკვეულ ადგილებში, ის თავდაცვაზეა გადასული. მტერი დიდ დანაკარგებს განიცდის“, - აღნიშნა უკრაინის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ.

შეგახსენებთ, კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ქალაქი ბახმუტი აიღეს, თუმცა უკრაინის ოფიციალური პირები ამ ინფორმაციას უარყოფენ და აცხადებენ, რომ მოწინააღმდეგეს ქალაქი სრულად არ დაუკავებია.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში