შექმნილ ვითარებაში, რუსეთი გააგრძელებს ურთიერთობების გაღრმავებას ჩინეთთან და სხვა ქვეყნებთან, რომლებიც მზად არიან თანამშრომლობისთვის, - ამის შესახებ რუსეთის პრემიერ-მინისტრმა, მიხაილ მიშუსტინმა შანხაიში, რუსეთ-ჩინეთის ბიზნეს ფორუმზე განაცხადა.
„ჩვენი ქვეყანა დინამიურად უყურებს განვითარებად ბაზრებს. ჩვენ გავაფართოვეთ ვაჭრობა მსოფლიოს სწრაფად განვითარებად ეკონომიკებთან. ეს სიტყვები სრულად ეხება ჩვენს დიდ მეგობარს, ჩინეთს", - აღნიშნა რუსეთის მთავრობის მეთაურმა.
მისი თქმით, გასულ წელს, რუსეთის საგარეო ვაჭრობა 8%-ზე მეტით გაიზარდა და 850 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია, ექსპორტის მოცულობა კი დაახლოებით 20%-ით გაიზარდა.
"ჩვენ გავაგრძელებთ კავშირების გაზრდას მეგობარ ქვეყნებთან. ეს არის 6 ძირითადი ამოცანიდან ერთ-ერთი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მიმდინარე წლისთვის განსაზღვრა", - აღნიშნა მიშუსტინმა.