რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდზე თავდასხმის ფაქტზე საქმე ტერორიზმის ბრალდებით აღძრა

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა ბელგოროდის ოლქში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე აღძრა.

უწყებაში აცხადებენ, რომ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის 205-ე, 317-ე, 105-ე, 167-ე, 222-ე და 222.1-ე მუხლებით (ტერორისტული აქტი, ძალოვანი უწყების თანამშრომლების სიცოცხლის ხელყოფა, მკვლელობის მცდელობა, ქონების განზრახ განადგურება ან დაზიანება, იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერების უკანონო ვაჭრობა).

„გამოძიების თანახმად, 2023 წლის 22 მაისს, უკრაინის შეიარაღებული ფორმირებების წარმომადგენლები თავს დაესხნენ ბელგოროდის ოლქის გრაივორონსკის რაიონს. საცხოვრებელი და ადმინისტრაციული შენობები, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები ნაღმტყორცნებიდან და არტილერიიდან დაბომბეს. ამ დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად რამდენიმე მშვიდობიანი მოქალაქე დაშავდა. ამ დროისთვის, მიმდინარეობს საგამოძიებო და ოპერატიული ღონისძიებები თავდამსხმელთა ვინაობისა და შემთხვევის ყველა გარემოების დასადგენად“, - აცხადებენ რუსეთის საგამოძიებო კომიტეტში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო