უკრაინის საგარეო უწყება ვიქტორ ორბანს პასუხობს

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებებს მხოლოდ კრემლში უჭერენ მხარს და უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორიის გათავისუფლებას აპირებს.

„უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიაზე კომენტირებისას განაცხადა, რომ არ აქვს მნიშვნელობა, ვინ ვისთან შეიჭრა. ის დარწმუნებულია, რომ უკრაინა ომს ვერ მოიგებს. კრემლში უნდა უხაროდეთ: უნგრეთის მთავრობის მეთაურმა რუსეთს მოუხსნა პასუხისმგებლობა უკრაინის წინააღმდეგ მის აგრესიაზე“, - განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა, ოლეგ ნიკოლენკომ.

მისი თქმით, იგივე ევროპელი პოლიტიკოსები შარშან ამტკიცებდნენ, რომ უკრაინას არ ჰქონდა შანსი, რუსეთის თავდასხმისთვის 72 საათზე მეტხანს გაეძლო.

„ისინი ცდებოდნენ მაშინაც და ახლაც. მტრის წინაშე კაპიტულაციის მომხრეებისგან განსხვავებით, უკრაინელები გააგრძელებენ ბრძოლას რუსეთის ოკუპაციისგან თავიანთი ტერიტორიების სრულ გათავისუფლებამდე. ეს არის ერთადერთი გზა არა მხოლოდ უკრაინაში მშვიდობის აღდგენისთვის, არამედ მთელი ევროპის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად“, - აღნიშნა ნიკოლენკომ.

Bloomberg-ის ინფორმაციით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ უკრაინა რუსეთთან ომს ვერ მოიგებს.

„ჩემი პოზიცია, უნგრეთის პოზიცია თავიდანვე იყო, რომ ეს ომი არის დიპლომატიის მარცხი. ეს არასდროს არ უნდა მომხდარიყო. თუ გადავხედავთ, რა ხდება ფრონტის ხაზზე, ჩვენთვის ცხადია, რომ გადაწყვეტილებები ბრძოლის ველზე არ მუშაობს“, – აღნიშნა ორბანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო