ლევან დავითაშვილი - კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები

კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნებს შორის დაიდება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან.

„კატარის ეკონომიკური ფორუმის პარალელურად, შეხვედრები შედგა რამდენიმე დარგობრივ სამინისტროსთან, სადაც გამოიკვეთა კატარის სახელმწიფოსა და საქართველოს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებები. კერძოდ, ჩვენ გვექნება მნიშვნელოვანი ხელშეკრულება, რომელიც ხელს შეუწყობს ინოვაციების და ტექნოლოგიების კუთხით თანამშრომლობას კატარის სახელმწიფოსთან. ასევე ჩვენ შევეხეთ ტრანსპორტის და ლოგისტიკის სფეროს და საქართველოს მნიშვნელობას შუა დერეფანში. განსაკუთრებით, გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე საქართველოს მიმართ ინტერესი გაზრდილია მსოფლიოს ბევრი ქვეყნის მხრიდან და მათ შორის, კატარელი ინვესტორების მხრიდან. ასევე ჩვენ ვისაუბრეთ სავაჭრო და ეკონომიკურ საკითხებზე და ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია აღინიშნოს გასულ წელს საქართველოსა და კატარს შორის ინვესტიციების წახალისებისა და დაცვის შესახებ გაფორმებული შეთანხმება. ეს ყველაფერი ქმნის ძალიან მნიშვნელოვან წინაპირობას, რომ ჩვენ კატარიდან საქართველოში დამატებით პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა შევძლოთ და ეს იყოს მნიშვნელოვანი მხარდამჭერი საქართველოს ეკონომიკური ზრდის", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში