ბელგოროდის გუბერნატორი აცხადებს, რომ ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გაუქმდა

რუსეთის ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი გააუქმეს. ინფორმაციას ამის შესახებ ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

“მიღებულია გადაწყვეტილება ბელგოროდის ოლქში კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმის გაუქმების შესახებ”, - წერს გლადკოვი.

მან შესაბამის დოკუმენტზე ბმულიც გამოაქვეყნა.

ამავდროულად, სასაზღვრო რეგიონებში არსებულ ვითარებაზე და გასული მოსახლეობის საკუთარ სახლებში დაბრუნების შესახებ გლადკოვს კომენტარი არ გაუკეთებია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო