რუსეთის სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა - აშშ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს

რუსეთის სასამართლომ ამერიკელ ჟურნალისტ ევან გერშკოვიჩს წინასწარი პატიმრობის ვადა გაუხანგრძლივა, აშშ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.

Wall Street Journal-ის ჟურნალისტის ევან გერშკოვიჩის წინასწარი პატიმრობა რუსეთის სასამართლომ სამი თვით გაახანგრძლივა.

მას წინასწარი პატიმრობას ვადა 29 მაისს გასდიოდა, თუმცა რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის მოთხოვნით, ვადა 30 აგვისტომდე გახანგრძლივდა.

თეთრი სახლის ეროვნული უსაფრთხოების სპიკერის ჯონ კირბის თქმით, აშშ მუშაობს, რათა დაკავებული ჟურნალისტი სახლში დააბრუნოს.

“იგი საერთოდ არ უნდა იყოს დაკავებული. ჟურნალიზმი დანაშაული არ არის. იგი დაუყოვნებლივ უნდა იქნას გათავისუფლებული”, - განაცხადა კირბიმ.

ცნობისთვის, გერშკოვიჩი 29 მარტს რუსეთის ქალაქ ეკატერინბურგში დააკავეს. რუსეთი მას ჯაშუშობაში სდებს ბრალს, რაც 20 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში