პრემიერი - კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში - ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი

კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კატარის ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, მისი ამოცანა და ვალდებულებაა ქვეყნის ინტერესებისა და ხალხის დაცვა.

„თუ ჩვენ განვსჯით ქვეყნის მუშაობას და მის დამსახურებას უკრაინასა და მოლდოვასთან მიმართებით, ჩვენ ორივეს ვუსწრებთ წინ ორჯერ, სამჯერ ანუ თუ საუბარია დამსახურებულ მიდგომასა და მუშაობაზე, როგორ მუშაობენ ეს ქვეყნები. საქართველო ძალიან რთულ სიტუაციაშია ჩვენი გეოგრაფიის, მიმდინარე ოკუპაციის გამო. 20% არის კვლავ ოკუპირებული. მინდა გკითხოთ, კიდევ რა შეუძლია საქართველოს გააკეთოს უკრაინისა და უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად? უკრაინელი მეგობრები შეიძლება სხვა მოლოდინის მქონენი არიან, მათ საჯაროდ განაცხადეს, რომ უნდათ მეორე ფრონტის ნახვა საქართველოში. ჩვენ საკმარისად გვქონდა ომი, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ, 90 წლებში, ორი ომი გვქონდა, 2008 წელს რუსეთთან, პატარა ერი, 4 მილიონიანი მოსახლეობით, პირდაპირ შევიდა ომში რუსეთთან. ჩვენ რას ვაკეთებთ იცით? ჩვენ შევინარჩუნეთ უსაფრთხოება, მშვიდობა და სტაბილურობა. ჩემი ამოცანა, ვალდებულება არის ჩემი ქვეყნის ინტერესების, ჩემი ხალხის დაცვა.

ჩემი ინტერესია მაქსიმუმი გავაკეთო, რომ ჩემი ქვეყანა მივუახლოო ევროკავშირსა და ნატოს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, ვინმეს საქართველოში თუ უნახავს რაიმე ხელშესახები შედეგი, ეს ჩემი მთავრობის, იმ პოლიტიკური ძალის დამსახურებაა, რომელსაც ჩვენ წარმოვადგენთ. ბოლო ათწლეულის განმავლობაში, ყველაფერი გავაკეთეთ, ასოცირების შეთანხმება, უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კონსტიტუციაში ჩაგვეწერა ქვეყნის საგარეო პოლიტიკის ორიენტაცია - ევროკავშირი და ნატო“, - განაცხადა პრემიერმა.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია