მედიის ინფორმაციით, „როსატომის“ ხელმძღვანელმა და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება განიხილეს

რუსეთის ატომური ენერგიის სახელმწიფო სააგენტოს „როსატომის“ ხელმძღვანელი ალექსეი ლიხაჩევი და ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) დირექტორი რაფაელ გროსი პეკინში ერთმანეთს შეხვდნენ. მხარეებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოება განიხილეს.

ინფორმაციას მედია „როსატომზე“ დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც მედია წერს, „როსატომის“ დირექტორი ჩინეთის დედაქალაქში ვიზიტად მყოფი რუსეთის პრემიერ-მინისტრის მიხაილ მიშუსტინის დელეგაციის წევრია.

შეგახსენებთ, ზაპოროჟიეს ბირთვული ობიექტი ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურია, რომლის ოკუპირებაც რუსულმა ძალებმა 2022 წლის მარტიდან მოახდინეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო