ანონსი  25 მაისი

25 მაისს, 10:00 საათზე, თბილისის მერიის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი გიორგი კობიაშვილი „მედიაცენტრ მთავარში“ განცხადებას გააკეთებს.

თემა: ცოფის ვირუსი, შემთხვევები და რას სთავაზობს ცხოველთა მონიტორინგის საგენტო შინაური ცოველების მეპატრონეებს, რომ ვირუსის გავრცელება არ მოხდეს.

მის: ერწოს ქ.N11.

საკონტაქტო: 599726565

25 მაისს, 10:30 საათზე, ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI) საქართველოში რელიგიისა და რწმენის თავისუფლების შესახებ 2022 წლის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

პრეზენტაცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იმართება და მოწვეულნი არიან რელიგიური, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების, საელჩოების და სახელმწიფო უწყებების წარმომადგენლები.

მის: რესპუბლიკის მოედანი #1

საკონტაქტო: 591 077 933 ნინო თეთრაული

25 მაისს, 10:30 საათზე, საქალაქო სასამართლოში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი მუმლაძის სისხლის სამართლის პროცესი გაიმართება.

თემა: 14 აპრილის დაკავების ეპიზოდზე გიორგი მუმლაძე დაიკითხება.

მის: აღმაშენებლის ხეივანი #64 (თბილისის საქალაქო სასამართლო)

საკონტაქტო: გიორგი მუმლაძე - 579 021 728

25 მაისს, 10:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში „სურსათის ეროვნული სააგენტოს“ ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილის, თენგიზ ჩალიგავას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ცოფის შემთხვევები საქართველოს რეგიონებში და ცხოველების იძულებითი ვაქცინაცია დაავადების კერებში. დაავადების საპრევენციო ღონისძიებები. მიუსაფარ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემები და რეკომენდაციები მოქალაქეებს“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57;

საკონტაქტო: 593 53 45 24

25 მაისს 10:30 საათზე, სემეკთან, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრი ლაშა ფარულავა და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ანტიკორუფციული მიმართულების მდივანი ვასო ურუშაძე, ბრიფინგს გამართავენ.

თემა: სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და კომუნალური მომსახურების გადასახადებზე ტარიფების შემცირება.

მის: მიცკევიჩის #19 (სემეკი)

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

25 მაისს, 11:00 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროში, სამართალდამცველების მიერ ფოთის პორტში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების და ამოღებული ნარკოტიკული საშუალების შესახებ, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, თეიმურაზ კუპატაძე ბრიფინგს გამართავს.

მის: გულუას ქ.N10

25 მაისს, 11:00 საათზე, ბათუმში პარტიის ცენტრალურ ოფისში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრი ალექსანდრე ვარშალომიძე და პარტიის წევრი ლაშა ადამია ბრიფინგს გამართავენ.

თემა: „ბათუმის საკრებულოს მიერ სპეცტექნიკისთვის (ნაგამზიდისთვის) შესაძენად დამტკიცებული თანხა და ბათუმის მერის არჩილ ჩიქოვანის პირადი კომფორტი“.

მის: ბათუმი, ვ. გორგასალის N 28

საკონტაქტო: ლაშა ადამია - 557 120 011

25 მაისს, 11:00 საათზე, პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე, სსიპ შრომის ინსპექციას წერილობით მიმართავს.

მის: მიხეილ თამარაშვილის ქუჩა, 15ა. (სსიპ- შრომის ინსპექციის სამსახური)

საკონტაქტო: 598 002 110

25 მაისს, 11:00 საათზე, პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სხდომა გაიმართება.

მის: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო

ბათუმი, ლუკა ასათიანის ქ. N37

25 მაისს, 12:00 საათზე, „ქართული ოცნება“ ასპინძაში პარტიულ კონფერენციას გამართავს. კონფერენციები გაიმართება 14:30 საათზე - ახალქალაქში, 16:30 საათზე - ნინოწმინდაში.

მის: რუსთაველის N4, ასპინძის კულტურის ცენტრი

25 მაისს, 12:00 საათზე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ცენტრალურ ოფისში (კახეთის გზატკეცილი), „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი ბრიფინგს გამართავს.

თემა: სემეკის რიგგარეშე სხდომის მოწვევა და კომუნალური მომსახურების გადასახადებზე ტარიფების შემცირება

მის: კახეთის გზატკეცილი #45

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

25 მაისს, 12:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

მარო მაყაშვილის სახელობის დარბაზი

(B კორპუსი, IV სართული, ოთახი N410)

25 მაისს, 12:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი წევრის ავთანდილ ცინცაძის ინიციატივითა და სსიპ „დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს“ მხარდაჭერით საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, I კორპუსში დასაქმების ფორუმი გაიმართება.

თემა: ფორუმზე წარმოდგენილი იქნება 10 კომპანიის 400-მდე ვაკანსია.

მის: კოსტავას ქ. 68 (საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის, I კორპუსი)

25 მაისს, 14:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი

(C კორპუსი, III სართული)

25 მაისს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი

25 მაისს, 16:00 საათზე, ღია მმართველობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოს სხდომა გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი

(A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა