ვლადიმერ პუტინი - დასავლელი ოპონენტები დარწმუნებით, სხვადასხვა დაპირებით, შანტაჟით ცდილობენ, აიძულონ ბევრი ჩვენი პარტნიორი, შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა

დასავლელი ოპონენტები ცდილობენ შეზღუდონ სხვა ქვეყნების თანამშრომლობა რუსეთთან დარწმუნებით, დაპირებებით და შანტაჟით. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

მისი თქმით, დასავლეთში არ აინტერესებთ, აღნიშნული რა ზარალს მოუტანს სახელმწიფოებს.

„საიდუმლო არ არის, რომ ჩვენი დასავლელი ოპონენტები დარწმუნებით, სხვადასხვა დაპირებებით, შანტაჟით ცდილობენ აიძულონ ბევრი ჩვენი პარტნიორი, შეაჩერონ რუსეთთან მომგებიანი თანამშრომლობა, ხოლო მათ საერთოდ არ აინტერესებთ, რა ზარალს მოუტანს ეს შესაბამის სახელმწიფოებს და მათ ხალხებს“ , - განაცხადა პუტინმა მეორე ევრაზიული ეკონომიკური ფორუმის პლენარულ სხდომაზე.

ამასთან დაკავშირებით, რუსეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „რუსეთი ყოველთვის პასუხისმგებლობით და კეთილსინდისიერად უდგება ყველა ქვეყანასთან ურთიერთობას“.

„და ჩვენ სრულად ვასრულებთ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, ჩვენ სრულად და დროულად ვასრულებთ ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში მიღებულ შეთანხმებებს და ზოგადად, ჩვენ სრულად ვასრულებთ ჩვენს შეთანხმებებს", - აღნიშნა კრემლის ლიდერმა.

აშოტ სმბატიანი - სომხეთ-ევროკავშირის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ისეთი ყოვლისმომცველი და მჭიდრო, როგორც დღეს არის
გიორგი კაჭარავა -  თუ ტრამპს არ გააჩნია მოლოდინები, მაშინ არც არავის უნდა ჰქონდეს ილუზია, რომ რაღაც ვადის ამოწურვის შემდეგ, უეცრად რუსეთის მხრიდან რაიმე ქმედითი ძალისხმევა გამოჩნდება, რაც ომის დასრულებისკენ გზას გაკვალავს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.07.2025
მაგთის მობილურმა ქსელმა ინტერნეტის სიჩქარით მსოფლიოს ტოპ ათეულში მე-6 ადგილი დაიკავა
დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტების გამოწვევების შესახებ პანელური დისკუსია გაიმართა
„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ Ichiban 2025 ჯილდოს მფლობელია