ხავიერ კოლომინა - სრულიად ერთგული ვართ “ღია კარის” პოლიტიკის - ამავდროულად, ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით

ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით , - ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ საქართველოში მედიასთან განაცხადა.

კოლომინას თქმით, ნატო ერთგულია „ღია კარის პოლიტიკის“.

“სრულიად ერთგული ვართ “ღია კარის” პოლიტიკის და იმ გადაწყვეტილებებისადმი, რომლებიც ბუქარესტში 2008 წელს მივიღეთ. შესაბამისად, სრულიად ერთგული ვართ საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებებისადმი.

ამავდროულად, ვამბობდით და მეც ბევრჯერ მითქვამს, რაც ეს თანამდებობა დავიკავე რამდენიმე წლის წინ, რომ არის რეფორმები, რომლებიც ამ ქვეყანამ უნდა განახორციელოს და ძლიერი შეშფოთება არსებობს რეფორმების განხორციელების დონესთან, რიტმთან და ხანდახან შინაარსთან დაკავშირებით, როგორც ეს “უცხოური აგენტების” კანონი იყო..”, - დასძინა მან.

ემილ ავდალიანი - საჰაერო ოპერაციებით იმ ტიპის პოლიტიკური სისტემები, როგორიც ირანშია, არ იცვლებიან
ქართული პრესის მიმოხილვა 02.03.2026
Galaxy S26 სერიის წინასწარი გაყიდვები დაიწყო
Gebrüder Weiss-ი ჩინეთიდან საქართველოს მიმართულებით ყოველკვირეულ სახმელეთო გადაზიდვებს იწყებს