ბელგოროდის გუბერნატორის განცხადებით, ოლქში ტერიტორიული თავდაცვის რაზმები შექმნეს

უკრაინასთან საზღვარზე რუსეთის ბელგოროდის ოლქში 3 ათას კაციანი ტერიტორიული თავდაცვა შექმნეს. ინფორმაციას ამის შესახებ ბელგოროდის ოლქის გუბერნატორი ვიაჩესლავ გლადკოვი ავრცელებს.

“ახლა კანონიერ საფუძველს ვეძებთ, რომ საჭიროების შემთხვევაში მტერს წინააღმდეგობა გავუწიოთ. თავდაცვის კუთხით ჩვენი მომზადებული ისტორია, ვთვლი, რომ სწორი ისტორია იქნება, მაგრამ კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ”, - წერს გლადკოვი.

მისი თქმით, ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფები წინა წლის ნოემბრიდან გადიან წვრთნას, მათ ფორმა და აღჭურვილობა გააჩნიათ, მაგრამ იარაღი არ აქვთ. გლადკოვის თქმით, იარაღის მიცემის საჭიროება ორშაბათს დივერსანტების გადმოსვლის შედეგად გაჩნდა.

გუბერნატორის თქმით, ბელგოროდის ოლქის ხელმძღვანელობა გორა პოდოლის, კაზინკასა და გლოტოვოს სოფლებში ადგილობრივი მცხოვრებლების დაბრუნების გადაწყვეტილებას ხუთშაბათ-პარასკევს მიიღებს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო