აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

აშშ-ის ფლორიდის შტატის გუბერნატორმა ოფიციალურად განაცხადა, რომ პრეზიდენტობისთვის იბრძოლებს

აშშ-ის ფლორიდის შტატის „რესპუბლიკელმა“ გუბერნატორმა, რონ დესანტისმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის დაყენებას აპირებს.

დესანტისმა საარჩევნო კამპანიის დაწყება „ტვიტერის“ ხელმძღვანელთან, ელონ მასკთან საუბრისას, ონლაინ რეჟიმში გამოაცხადა.

„კენჭს ვიყრი შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებში, რათა წარვუძღვე ამერიკის დიდ დაბრუნებას”, - განაცხადა რონ დესანტისმა.

BBC-ი წერს, რომ ფლორიდის გუბერნატორი განიხილება, როგორც ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მთავარი კონკურენტი „რესპუბლიკური პარტიის“ კანდიდატი 2024 წლის საყოველთაო არჩევნებში.