პაატა მანჯგალაძე - იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა - ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ

იმ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის დღის ღონისძიებაზე - ეს არის მიზანმიმართული ქმედება, რითაც მავნებლურ, დივერსიულ გზავნილებს ახმოვანებენ, - ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა იმ ფაქტს, რომ წინა წლისგან განსხვავებით, პარლამენტის შენობაზე, 26 მაისის ღონისძიებისთვის გამოფენილ დროშებს შორის, საქართველოს დროშასთან ერთად ევროკავშირის დროშა აღარ არის.

მანჯგალაძის თქმით, ნაცვლად იმისა, ქვეყანას ჰქონდეს კანდიდატის სტატუსი და ელოდებოდეს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს, ვსაუბრობთ იმაზე, უნდა იყოს თუ არა ევროკავშირის დროშა თბილისის მთავარ გამზირზე.

"ქართულ ოცნებას" უყვარს ყალბი პათეტიკა სიმბოლოებზე. დღეს არ აქვს სიმბოლური მნიშვნელობა ევროკავშირს და მის დროშას რუსთაველზე? ქვეყანა ელოდება სტატუსს და ამ დროს კეთდება მავნებლური, დივერსიული განცხადებები. მგონი, პირველი სანქციები ბოჭორიშვილს უნდა დაუწესონ - საქართველოს დროშამ გაგაღიზიანათო. ვგავარ ახლა მე ადამიანს, რომელსაც საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა მაღიზიანებს?! საქართველოს დროშა კი არ მაღიზიანებს, ის მაღიზიანებს, რომ ქვეყნის მთავარ გამზირზე, რომელიც კანდიდატის სტატუსს ელოდება, არ არის გამოფენილი ევროკავშირის დროშა დამოუკიდებლობის აღნიშვნის დღის ღონისძიებაზე. შემთხვევითი არ არის, რასაც ღარიბაშვილი და კობახიძე ამბობენ ყოველ დღე. რუსეთი წლების მანძილზე ითხოვდა უარი გვეთქვა ნატოზე, ლიბერალურ დემოკრატიაზე და რასაც საუბრობენ "ლიბერალურ ფაშიზმზე", არის დუგინის დოქტრინა. შემთხვევით დაემთხვა, რომ ლურჯი ფერი არ ჰქონდათ და დროშა ვერ დაბეჭდეს. ეს არ არის შემთხვევითი, ეს არის მიზანმიმართული ქმედება," - განაცხადა მანჯგალაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა