ანდრეი ერმაკი - არ არსებობს ძალა, რომელიც უკრაინულ საზოგადოებას და ქვეყნის ხელმძღვანელობას აიძულებს რუსებთან საუბარს, ვიდრე ჩვენთან მათი ჯარები დგას

ვერაფერი ვერ გვაიძულებს რუსეთთან მოლაპარაკებებს, ვიდრე მათი ჯარი ჩვენ ტერიტორიაზეა. ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ანდრეი ერმაკმა უკრაინულ გამოცემა “ინტერფაქსთან” ინტერვიუში განაცხადა.

“სწორედ ეს ავუხსენი ჩინელ და ბრაზილიელ წარმომადგენლებს, რომ არ არსებობს ისეთი ძალა, რომელიც დღეს უკრაინულ საზოგადოებას და ხელმძღვანელობას აიძულებს რუსებთან საუბარს, ვიდრე ჩვენთან რუსეთის ფედერაციის ჯარები დგას. იგი არ არსებობს”, - განაცხადა ერმაკმა.

მან აღნიშნა, რომ ჩინეთისა და ბრაზილიის ლიდერების წარმომადგენლებთან “საკმაოდ გულწრფელი საუბარი” ჰქონდა.

“ორივეს გულწრფელად ვუთხარი, რომ უკრაინა ძალიან მადლობელია მონაწილეობის მიღების სურვილისთვის, რეაქციისთვის, მაგრამ უკრაინას საკუთარი სამშვიდობო გეგმა აქვს და სამართლიანად ვთქვით - თუ ომი ჩვენ ტერიტორიაზეა, მაშინ დარეგულირების საფუძვლად უკრაინული გეგმა უნდა იყოს… ჩვენი მეორე პოზიცია, რომელიც ჩინეთისა და ბრაზილიის წარმომადგენლებს გავაგებინეთ: ჩვენ მედიაციის წინააღმდეგ ვართ. ყველას გვახსოვს ნორმანდიის ფორმატი. ზუსტად ორი წელი გავატარე მასში. შემიძლია ვთქვა, რომ ასე ვისხდეთ და ვუყუროთ, თუ როგორ განვიხილავდით იქ რუსებთან რაღაცას ამაღლებულ ტონებზე - ეს ყველაფერი არ მუშაობს”, - განაცხადა ერმაკმა.

ვიტალი ბალა - უკრაინაზე გაკეთებული განცხადებების სხვადასხვაგვარად ინტერპრეტირებაა იმის მიზეზი, რომ უკრაინისთვის უსაფრთხოების  გარანტიების საკითხში ხელშესახებ შედეგზე საუბარი ნაადრევია
ქართული პრესის მიმოხილვა 21.08.2025