ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივი აღიარების საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების სერიოზული წინაპირობები არსებობს. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.
მან მადლობა გადაუხადა რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმირ პუტინს ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სამიტზე სტუმრის სტატუსით მოწვევისთვის.
ალიევმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთის ინიციატივით რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერებს შორის სამმხრივი შეხვედრა არის დაგეგმილი.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"