ალექსანდრე ლუკაშენკო აცხადებს, რომ რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანა დაწყებულია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ორმხრივი შეთანხმებების ფარგლებში უკვე დაწყებულია რუსული ბირთვული იარაღის ბელარუსში გადატანა.

ამის შესახებ ლუკაშენკომ ხუთშაბათს მოსკოვში უმაღლესი ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის მსვლელობისას განაცხადა, შესაბამისი ვიდეო კი, ბელარუსულმა მედიამ გამოაქვეყნა.

მან კომენტარი გააკეთა ბელარუსისა და რუსეთის თავდაცვის მინისტრების მიერ ბელარუსის ტერიტორიაზე რუსული ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ შეთანხმებაზე.

„უკვე მღებულია გადაწყვეტილება იმის განსავითარებლად, რაზეც ზეპირი შეთანხმება უკვე მღებულია. ჩვენ გვჭირდებოდა ადგილების მომზადება, საცავის და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი გავაკეთეთ, ასე რომ... დაიწყო ბირთვული იარაღის გადაადგილება", - დასძინა მან.

კითხვაზე, არის თუ არა რუსეთის ფედერაციის ბირთვული იარაღი ბელარუსში, ლუკაშენკომ უპასუხა: "შესაძლებელია, ჩავალ და ვნახავ".

ცნობისთვის, მოსკოვმა და მინსკმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას ბელარუსში ტაქტიკური ბირთვული იარაღის განლაგების შესახებ.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს