რუსული მედია - ერევანი და ბაქო ტერიტორიული მთლიანობის ორმხრივ აღიარებაზე შეთანხმდნენ

სომხეთი და აზერბაიჯანი შეთანხმდნენ ტერიტორიული მთლიანობის ურთიერთ აღიარებაზე. ამის შესახებ რუსული მედია წერს.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა ევრაზიული საბჭოს სამიტზე განაცხადა, რომ ბაქო და ერევანი წინ მიიწევენ ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით.

„ამის საფუძველზე ჩვენ კარგად მივიწევთ წინ ჩვენი ურთიერთობების მოწესრიგების მიმართულებით“ , - აღნიშნა ფაშინიანმა.

ამასთან, მან გაიხსენა საერთაშორისო მექანიზმის ფარგლებში მთიანი ყარაბაღის მცხოვრებლების უფლებებისა და უსაფრთხოების საკითხი.

„იმედი მაქვს, რომ ბაქოსა და სტეფანაკერტს შორის ნორმალური, კონსტრუქციული დიალოგი მოკლე დროში დაიწყება" , - აღნიშნა ფაშინიანმა.

თავის მხრივ, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა დასძინა, რომ ქვეყანას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია სომხეთის მიმართ.

„ბაქოსა და ერევანს შორის სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არსებობს, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ სომხეთმა ოფიციალურად აღიარა ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად“ , - განაცხადა აზერბაიჯანის მეთაურმა.

ალიევმა აღნიშნა, რომ არსებობს სერიოზული წინაპირობები ურთიერთობის ნორმალიზებისთვის, რომელიც ეფუძნება ერთმანეთის ტერიტორიული მთლიანობის აღიარებას.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა იმედი გამოთქვა, რომ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან სამმხრივი შეხვედრა ყველა უთანხმოების განხილვას შეძლებს.

ამასთან, რუსეთის ლიდერმა ხაზი გაუსვა მხარეთა პრინციპული შეთანხმებების მნიშვნელობას ტერიტორიული მთლიანობის საკითხზე. მისი თქმით, ამ საკითხზე შეთანხმება შეიძლება გახდეს კონსენსუსის საფუძველი სხვა მეორეხარისხოვან საკითხებზე, თუმცა მათ ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს