დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ჰოლოდომორი გენოციდად აღიარა

"კონსერვატიული პარტიის" დეპუტატის, პოლინ ლეტჰემის თქმით, რომელმაც შესაბამისი რეზოლუცია წარადგინა დიდი ბრიტანეთის თემთა პალატაში (პარლამენტის ქვედა პალატაში), 1930-იანი წლების დასაწყისში უკრაინაში არსებული შიმშილი ხელოვნური იყო, მისი გაჩენა კი უკრაინელი გლეხებისგან მოსავლის იძულებით კონფისკაციამ განაპირობა.

მან პარალელები გაავლო დღეს არსებულ ვითარებასთან, როდესაც რუსეთი უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკრაინულ ხორბალს იპარავს.

“სწორედ ამიტომ უნდა დავარწმუნოთ უკრაინული ხელმძღვანელობა და საერთაშორისო მართლმსაჯულება, რომ დიდი ბრიტანეთი - როგორც მინიმუმ, ბრიტანული პარლამენტი - სამხედრო დანაშაულებისა და ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულების იგნორირებას არ დაიწყებს”, - განაცხადა ლეტჰემმა.

აღნიშნული რეზოლუცია დიდი ბრიტანეთის თემთა პალატამ ერთხმად მიიღო.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს