მარნეულის მერია - მარნეულში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით და მარნეულის ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, მარნეულში დამოუკიდებლობის დღე მასშტაბურად აღინიშნება.

ამის შესახებ ინფორმაციას მარნეულის მერია ავრცელებს.

მათივე ცნობით, 26 მაისის აღსანიშნავად, მარნეულში, მთელი დღის განმავლობაში, გაიმართება სხვადასხვა სახის საზეიმო და შემეცნებითი ღონისძიება:

მარნეულის მერია ღონისძიებების პროგრამის შესახებ ინორმაციას ავრცელებს:

  • 14:00-20:00 - ადგილობრივი მეწარმეების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა;
  • 14:00-18:00 - საბავშვო სივრცე: თამაშები, სუვენირების დამზადება და მასტერკლასები;
  • 14:00-16:00 - ორკესტრის მსვლელობა;
  • 14:00-18:00 - თავდაცვის ძალების სამხედრო ტექნიკის, შეიარაღებისა და აღჭურვილობის გამოფენა;
  • 14:00-15:00 - ადგილობრივი შემსრულებლების კონცერტი: ანსამბლი „იბერია", ანსამბლი „ენგური", შაბან მამედოვი, ანსამბლი „ერა", ანსამბლი „სარვანი", ვოკალის სტუდია, მარიამ ჭოხონელიძე, მომღერალთა გუნდი „ჰუჯაბი", საზის წრე, ქრისტი ჯავახიძე;
  • 15:50-16:50 - თემურ ყვითელაშვილი, ეკა კახიანი, ნინი ბადურაშვილი, ქრისტინე იმედაძე, თაკო გაჩეჩილაძე;
  • 16:50-17:10 - ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი გამოსვლა;
  • 17:10 - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების ისტორიული დრო - საზეიმო აღნიშვნა;
  • 17:30 - ჯგუფი „ფრანი".

საზოგადოებრივი ტრანსპორტი დღის განმავლობაში მგზავრებს უფასოდ მოემსახურება!

ღონისძიება გალა-კონცერტით დასრულდება!

დავით ზურაბიშვილი - ჩვენ გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ აქვს განცდა, რომ ქართული სახელმწიფოს ხელმძღვანელია
ქართული პრესის მიმოხილვა 15.05.2025
„სილქნეტის“ და „საქართველოს ბანკის“ ერთობლივი შეთავაზება sCool და Student ბარათის მფლობელებს