რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა მიმდინარეობს

კრემლში რუსეთის, აზერბაიჯანისა და სომხეთის ლიდერების სამმხრივი შეხვედრა დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სახელმწიფო გამოცემა “რია ნოვოსტი” ავრცელებს.

შეხვედრის დაწყვებამდე რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ცალკე ორმხრივი შეხვედრები გამართვა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ილჰამ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრთან ნიკოლ ფაშიანიანთან.

შეხვედრამდე ფაშინიანმა აღნიშნა, რომ სომხეთი მზად არის სამხრეთ კავკასიაში კომუნიკაციები გახსნას იმ ქვეყნების სუვერენიტეტისა და იურისდიქციის გათვალისწინებით, რომლებზეც ისინი გადიან.

ალიევმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ ერთმანეთი ტერიტორიული მთლიანობის აღიარების საფუძველზე აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზებისთვის სერიოზული წინაპირობები არსებობს.

მირიან მირიანაშვილი - 13 ივნისიდან ახლო აღმოსავლეთში დაიქოქა მთელი რეგიონის სრულმასშტაბიანი ტოტალური გადაფორმატირების პროცესი
ქართული პრესის მიმოხილვა 16.06.2025
ზაფხული Schoolbook Camp 2025-თან ერთად, რომელიც არასდროს დაგავიწყდებათ
17 ივნისიდან PSP-აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება