კარლოვსკის წყალსაცავის კაშხალზე სარაკეტო დარტყმის გამო, რამდენიმე სახლი დაიტბორა, მიმდინარეობს მოსახლეობის ევაკუაცია

დონეცკის ოლქში კარლოვსკის წყალსაცავის კაშხალზე რუსების მიერ განხორციელებული თავდასხმის გამო ადამიანების ევაკუაციადაიწყო, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, გალიცინოვკაში, ნაბერეჟნაიას ქუჩიდან 26 ადამიანი, მათ შორის 8 ბავშვია ევაკუირებული.

დონეცკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, პაველ კირილენკომ განაცხადა, რომ დასახლებაში 6 ოჯახი დაიტბორა, კრიტიკული ინფრასტრუქტურის დატბორვა კი არ დაფიქსირებულა. მისივე თქმით, ადგილზე მობილიზებულია სამაშველო და ოპერატიული სამსახურები და სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

„25 მაისს, დაახლოებით 17:20 საათზე, რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვის შედეგად (წინასწარი ინფორმაციით, რაკეტებით) დაზიანდა კარლოვსკის წყალსაცავის კაშხალი, რის შედეგადაც მდინარე ვოლჩიაში მოხდა წყლის უკონტროლო ჩაშვება. მდინარეში წყლის დონემ მოიმატა და პოკროვსკის რაიონის ექვს დასახლებაში კერძო სახლების დატბორვის საშიშროებაა, სადაც, საერთო ჯამში, 981 ადამიანი ცხოვრობს“, - აღნიშნა კირილენკომ.

მისი თქმით, საგანგებო სიტუაციის შედეგების აღმოსაფხვრელად ოპერატიული შტაბი შეიქმნა. კირილენკომ განმარტა, რომ დაბომბვის შედეგების შესამსუბუქებლად ადგილზე შესაბამისი სამუშაოები გრძელდება და ამ დროისთვის სიტუაცია სრულად კონტროლდება.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს