ესპანეთი უკრაინას Leopard 2-ის კიდევ 4 ტანკს გადასცემს

ესპანეთის თავდაცვის მინისტრის, მარგარიტა რობლესის განცხადებით, მისი ქვეყანა უკრაინას Leopard 2 ტიპის კიდევ 4 ტანკს გადასცემს.

ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, შესაბამისი ინფორმაცია რობლესმა „რამშტაინის“ ფორმატში გამართულ შეხვედრაზე გააჟღერა.

„რობლესმა ესპანეთის მარაგების ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ უკრაინას კიდევ ოთხი Leopard 2A4 საბრძოლო ტანკი და M-113 TOA ტიპის ქვეითთა მანქანების ახალი პარტია მიეწოდება. მან ასევე აღნიშნა, რომ ესპანეთში უკრაინელი სამხედროების მომზადების კუთხით კარგი პროგრესი არსებობს და დღეის მდგომარეობით სწავლება 1500 ადამიანს ჩაუტარდა“, - აღნიშნულია ესპანეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციაში.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს