ფინეთი უკრაინას სამხედრო დახმარების ახალ პაკეტს უგზავნის

ფინეთი უკრაინას დამატებით სამხედრო აღჭურვილობას გაუგზავნის, - მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ ქვეყნის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს.

ფინეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ უკრაინის თავდაცვითი დახმარების მე-16 პაკეტი მოიცავს საზენიტო იარაღს და საბრძოლო მასალას და 109 მილიონი ევროს ღირებულების იქნება. ამით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ფინეთის მიერ ქვეყნისთვის აღმოჩენილი დახმარების საერთო ღირებულება 1.1 მილიარდ ევრომდე გაიზრდება.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ფინეთის მთავრობას დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.

„მადლობა ფინეთსა და პირადად პრეზიდენტ საული ნიინისტოს ჰელსინკიში მიღწეული ჩვენი შეთანხმებების სწრაფი განხორციელებისთვის. უკრაინის თავდაცვითი დახმარების მე-16 პაკეტი, რომელიც მოიცავს საზენიტო სისტემებს და საბრძოლო მასალას, ბრძოლის ველზე სასწრაფოდაა საჭირო. ერთად გამარჯვებისკენ !" - დაწერა ზელენსკიმ „ტვიტერზე“.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს