ენტონი ბლინკენი - საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება - ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად

ამერიკის შეერთებული შტატების სახელით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს მოსახლეობას ღრმად ესმის დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და დემოკრატიის ღირებულება, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებაშია აღნიშნული.

„უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის მიუხედავად და მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტის ოკუპაცია გრძელდება, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი სიმტკიცე ევროატლანტიკური მომავლის განსახორციელებლად. ჩვენ ვაღიარებთ და ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის 2008 წელს რუსეთის შეჭრას საქართველოში და შემდგომ და მიმდინარე ოკუპაციაში. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში“, - აცხადებს ენტონი ბლინკენი.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი კიდევ ერთხელ ადასტურებს შეერთებული შტატების ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია.

„ჩვენი ორმხრივი ურთიერთობის 31 წლის განმავლობაში, შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიული განვითარების წინსვლის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის, კანონის უზენაესობის გაძლიერების, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და წარმატებული მომავლის ასაშენებლად. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს გვერდიგვერდ, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოსთვის, რეგიონისა და მსოფლიოსთვის. კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას დაეხმაროს საქართველოს ააშენოს უსაფრთხო, აყვავებული, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და სავსებით იმსახურებენ“, - აცხადებს ბლინკენი.

ტომას გრემი - აშშ-ს არ აქვს არავითარი ინტერესი, რომ საქართველო უშუალოდ ჩაერთოს უკრაინის კონფლიქტში და გნებავთ, „მეორე ფრონტი“ გაიხსნას
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2023
ირაკლი მელაშვილი - ვინც ამბობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი არა უკრაინის სახელმწიფოს განადგურება და იმპერიის აღდგენა, არამედ ნატო-ს გაფართოებაა, ან წარმოუდგენელი ბრიყვია, ან ნამუსგარეცხილი რუსი პროპაგანდისტი
PSP-სა და Lib.ge აკადემიას შორის მემორანდუმი გაფორმდა
„მაიქლაბის“ იუბილესთან დაკავშირებით „კარფური“ მომხმარებელს განსაკუთრებულ ფასდაკლებებსა და პრიზების მოგების შესაძლებლობას სთავაზობს
„დანკინი“ ქსელის განვითარებას განახლებული დიზაინ კონცეფციით განაგრძობს