რუსებმა უკრაინაში კლინიკა დაბომბეს, დაიღუპა 2 და დაშავდა 23 ადამიანი

რუსულმა ძალებმა უკრაინის ქალაქ დნიპროში სამედიცინო დაწესებულებაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც 2 ადამიანი დაიღუპა, 23 კი - დაშავდა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

„რუსი ტერორისტები კიდევ ერთხელ ადასტურებენ თავიანთ, როგორც ყველაფერ ჰუმანურისა და პატიოსნის წინააღმდეგ მებრძოლთა სტატუსს. სარაკეტო თავდასხმა კლინიკაზე ქალაქ დნიპროში”, - წერს უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი „ტელეგრამზე“.

მისი ინფორმაციით, დაბომბვის შედეგების ლიკვიდაცია და დაშავებულთა გადარჩენა გრძელდება, ჩართულია ყველა საჭირო სამსახური. ამასთან, დნეპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის განცხადებით, დაშავებულებს შორის ორი ბავშვია, რომელთა ასაკი 3 და 6 წელია.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში