რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, ჯეიკ სალივანის მიერ ყირიმზე გაკეთებული განცხადების გამო, ამერიკელი დიპლომატები დაიბარა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ამერიკელი დიპლომატები დაიბარა, რათა გადასცენ პროტესტი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩევლის, ჯეიკ სალივანის განცხადებების გამო, რომელიც, მოსკოვის მტკიცებით უკრაინას ყირიმზე დარტყმების განხორციელებაში მხარდაჭერას უცხადებს.

„შეერთებული შტატების მტრულმა ქმედებებმა, რომელიც დიდი ხანია კონფლიქტის მხარეა, რუსეთ-ამერიკის ურთიერთობები ღრმა და სახიფათო კრიზისში ჩააგდო, რასაც არაპროგნოზირებადი შედეგები მოჰყვა. დროა, ვაშინგტონმა გაიგოს, რომ რუსეთის წინააღმდეგ აგრესიის ნებისმიერ ფორმას უძლიერესი წინააღმდეგობა შეხვდება“, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისათვის, ჯეიკ სალივანმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ს უკრაინისთვის შეზღუდვები არ დაუწესებია, განახორციელოს დარტყმა საკუთარ ტერიტორიაზე.

„დიახ. ჩვენ არ დაგვიწესებია შეზღუდვები უკრაინისთვის, რომ შეეძლოს დარტყმა განახორციელოს მის ტერიტორიაზე. რაც ჩვენ ვთქვით არის ის, რომ ჩვენ არ მივცემთ საშუალებას უკრაინას ამერიკული სისტემებით, დასავლური სისტემებით, თავს დაესხას რუსეთს. ჩვენ გვჯერა, რომ ყირიმი არის უკრაინა“, - განაცხადა ჯეიკ სალივანმა.

სტეპან გრიგორიანი - თუ აზერბაიჯან-სომხეთს შორის ურთიერთობები დალაგდა, ევროპასთან ჩინეთის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტში სომხეთი იქნება გათვალისწინებული, მანამდე კი ამ თემაზე საუბარი შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2023
ვახტანგ ძაბირაძე - ხელისუფლებას რუსეთის მიმართ კაპიტულაცია აქვს გამოცხადებული, ამისთვის შინაგანად მზაობის დასტურია ის განცხადებები, რასაც ხელისუფლებისგან ვისმენთ
PSP გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს
სამი ამბავი, რის შემდეგაც „ნაცრისფერი“ iPhone-ის ყიდვას გადაიფიქრებთ
კარფურის ახალი კამპანია - „ქართული პროდუქტები“