ოლექსი დანილოვი - კონტრშეტევა შეიძლება დაიწყოს ხვალ, ზეგ ან ერთი კვირის შემდეგ - ისტორიულ შესაძლებლობას ვერ დავკარგავთ

უკრაინა მზადაა, რუსული ძალების წინააღმდეგ დიდი ხნის ნანატრი კონტრშეტევა განახორციელოს, - ამის შესახებ უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანმა, ოლექსი დანილოვმა BBC-თან ინტერვიუში განაცხადა.

ოლექსი დანილოვმა კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, მაგრამ განაცხადა, რომ თავდასხმა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის საოკუპაციო ძალებისგან ტერიტორიის დასაბრუნებლად შეიძლება დაიწყოს „ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში“.

მან ხაზი გაუსვა, რომ უკრაინის მთავრობას, გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, შეცდომის დაშვების უფლება არ აქვს, რადგან, ამ შემთხვევაში უკრაინა დაკარგავს ისტორიულ შესაძლებლობას.

„ჩვენ მუდამ მზად ვართ. ისევე, როგორც ჩვენ მზად ვიყავით ნებისმიერ დროს, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა და ეს არ არის დროის საკითხი. უნდა გვესმოდეს, რომ იმ ისტორიული შესაძლებლობას, რომელიც ჩვენ და ჩვენს ქვეყანას ღმერთს მიერ გვეძლევა, ვერ დავკარგავთ. ასე რომ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია გავხდეთ დამოუკიდებელი, დიდი ევროპული ქვეყანა. ეს შეიძლება მოხდეს ხვალ, ზეგ ან ერთ კვირაში. ამა თუ იმ მოვლენების დაწყების თარიღების დასახელება საბედისწერო იქნება. ამის გაკეთება შეუძლებელია. ჩვენ ძალიან საპასუხისმგებლო დავალება გვაქვს ჩვენი ქვეყნის წინაშე და გვესმის, რომ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს“, - აღნიშნა დანილოვმა.

მან უარყო ინფორმაცია, რომ კონტრშეტევა უკვე დაიწყო და განაცხადა, რომ რუსული ძალების საკონტროლო ცენტრებისა და რუსული სამხედრო აღჭურვილობის განადგურება უკრაინის შეიარაღებული ძალების ამოცანა გასული წლის 24 თებერვლიდან - რუსეთის მიერ შეჭრის დაწყებიდან - იყო.

„ამ ომის დროს ჩვენ დასვენების დღეები არ გვაქვს“, - დასძინა დანილოვმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.07.2025
PSP-ს კიდევ ერთი სიახლე - ამერიკული „შუგაბიარპროს“ (SugarBearPro) ვიტამინები ჯანსაღი ცხოვრებისთვის
„ზედაზენი“ საქართველოში Heineken-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - ქართული ეკონომიკის ახალი ეტაპი
ევროკრედიტი: ტრადიციული ფინანსური ორგანიზაციიდან ფინტექიზაციისკენ - ახალი ეტაპი ციფრულ მომსახურებაში
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტმა თამარ აბესაძემ ევროპარლამენტში გამართულ ახალგაზრდულ ფორუმში მიიღო მონაწილეობა
„სილქნეტმა“ მობილურ პაკეტებზე ექსკლუზიური შეთავაზებები დაიწყო