ჩინეთის საექსპედიციო გემი ვიეტნამის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში გაფრთხილების გარეშე შეიჭრა

ჩინეთის საექსპედიციო გემი ვიეტნამის ტერიტორიულ წყლებში, რომლებიც ქვეყნის ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონას წარმოადგენს, გაფრთხილების გარეშე შეიჭრა.

Reuters-ის ინფორმაციით, ხომალდს თან ხუთი მცირე ზომის გემი ახლდა. ვიეტნამის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ჩინეთის ქმედებები შემაშფოთებელი და საყურადღებოა.

ცნობისთვის, უკვე რამდენიმე წელია რაც ოფიციალური პეკინი სამხრეთ ჩინეთის ზღვაში რესურსებით მდიდარ წყლებზე პრეტენზიას აცხადებს. აღნიშნული ტერიტორიები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რამდენიმე ქვეყნის აკვატორიას ეკუთვნის.

ირაკლი მელაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში იმდენად გაიტეხა სახელი, რომ ამ ხელისუფლების პირობებში ჩვენ ვეღარ დავიბრუნებთ ევროკავშირის და აშშ-ს პარტნიორი ქვეყნის სტატუსს
ქართული პრესის მიმოხილვა 11.11.2024
ვიზიტორის დაზღვევა უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის