მედია - უკრაინელმა ჯარისკაცებმა გერმანიაში Abrams-ის ტანკებზე წვრთნები დაიწყეს

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა გერმანიაში ამერიკულ M1 Abrams ტიპის ტანკებზე მომზადება დაიწყო, - ინფორმაციას New York Times-ი პენტაგონის ოფიციალურ წარმომადგენელზე, გარონ გარნზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 12 მაისს შეერთებულმა შტატებმა გერმანიაში უკრაინის შეიარაღებული ძალების შესაბამისი მომზადებისთვის 31 ტანკი განათავსა და ამერიკელმა ინსტრუქტორებმა 400 უკრაინელი ჯარისკაცის მომზადება დაიწყეს.

პენტაგონის პრესსპიკერის განცხადებით, უკრაინელ ჯარისკაცებს ტანკების მართვისა და ტექმომსახურების გაწევის შესწავლის მიზნით ამზადებენ.

პენტაგონის პრესსპიკერი განმარტავს, რომ გერმანიაში წვრთნების დაწყება კიევის შეიარაღების კუთხით მნიშვნელოვანი ნაბიჯია იმ ფონზე, როდესაც უკრაინა რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებას ცდილობს.

სტეპან გრიგორიანი - სომხეთ-ირანის საზღვრით ირანს, ჯერჯერობით, მხოლოდ უცხო ქვეყნების მოქალაქეები ტოვებენ, მაგრამ, თუ ისრაელ-ირანის ომი გაგრძელდა, არაა გამორიცხული ამ საზღვარზე ირანელი დევნილებიც გამოჩნდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 23.06.2025
„სილქნეტის“ მომხმარებელი როუმინგის განახლებული ინტერნეტ პაკეტებით „ევროპასი“, კიდევ უფრო დაბალ ფასად ისარგებლებს უფრო მეტ ქვეყანაში