დნიპროს სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა

ქალაქ დნიპროს სამედიცინო დაწესებულებაზე განხორციელებული რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი ოთხამდე გაიზარდა.
დნიპროპეტროვსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერჰი ლისაკის თქმით, გარდაცვლილები არიან: 56 წლის ექიმი, დანგრეული სამედიცინო დაწესებულების 64 წლის თანამშრომელი, ისევე როგორც 57 წლის პირი, რომელიც ახლომდებარე ვეტერინარულ კლინიკაში მუშაობდა.
შეგახსენებთ, 26 მაისს რუსულმა ძალებმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს ქალაქ დნიპროში ერთ-ერთ ამბულატორიულ კლინიკასა და ვეტერინარულ კლინიკაზე.

























